09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
სინგაპურში სამართალდამცველებმა საეჭვო პირი მოკლეს, რომელიც დაცულ ტერიტორიას მიუახლოვდა

სინგაპურში სამართალდამცველებმა საეჭვო პირი მოკლეს, რომელიც დაცულ ტერიტორიას მიუახლოვდა. ინცინდენტი იმ სასტუმროსთან მოხდა, სადაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დელეგაციების მონაწილეობით უსაფრთხოების ფორუმი მიმდინარეობს.

პოლიციის ინფორმაციით, შენობასთან დაცვამ წითელი ავტომობილის გაჩერება სცადა, თუმცა მძღოლი მათ მოთხვონას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა. სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს და მძღოლი მოკლეს. მანქანაში მყოფი კიდევ ორი პიროვნება დაკავებულია. ჩხრეკისას მათ იარაღი არ აღმოაჩნდათ. გამოძიების ცნობით, დაკავებულებიდან ერთ-ერთი მძიმე დანაშულისთვის იძებნებოდა.

დღის ამბები