ფოთში, მდინარე რიონში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო. არასრულწლოვანი მარნეულიდანაა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი მდინარის გადაცურვას აპირებდა, თუმცა დინებამ გაიტაცა და დაიხრჩო.
შინაგან სამეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამი მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი და 2 კატერი. აქედან ერთი აღჭურვილია წყალზე საძიებო სკანერით "ექოლოტთ" და სამაშველო ჯგუფი- საფრენი აპარატი დრონით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მდინარე რიონთან, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახური არის მობილიზებული.