17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ზუგდიდში, "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე დაპირისპირება მოხდა. მამუკა ხაზარაძესა და მის თანაპარტიელებს რამდენიმე ადგილობრივი დახვდა და მას კითხვები დაუსვეს. როგორც ისინი ამბობენ, ეროვნულ მოძრაობას წარმოადგენენ და მამუკა ხაზარაძე, მათი მტკიცებით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ებრძოდა.

ამასთან, მათ ხაზარაძესთან, როგორც ბანკირთან ჰქონდათ პრეტენზიები.

თავის მხრივ, "ლელოს" წარმომადგენლებმა მათ რუსული ნარატივის გამტარებლები უწოდეს. ღონისძიების დაწყებამდე ხმაური იყო, სიტუაცია მალევე განიმუხტა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

დღის ამბები