08 სექტემბერი 2026,   17:07
ვრცლად
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე მოწმეები გიორგი ქათამაძე და მარიამ ხატისკაცი გამოიკითხა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამართულ არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესზე მოწმეები გიორგი ქათამაძე და მარიამ ხატისკაცი გამოიკითხნენ.

18 ივნისის ღამით დაზარალებულ გიორგი ქათამაძეს არ დაუსახელებია, თუ ვინ მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება. მისი თქმით, ცემის დროს მან რამდენჯერმე დაკარგა გონება, რის გამოც ვერ იხსენებს ფიზიკურად ვინ გაუსწორდა. 

ქათამაძე ასევე საუბრობს ტელეფონის კონტაქტების გაცვლის შესახებ ნაძალადეველების ერთ-ერთ წარმომადგენელთან უშუალოდ აგარაკზე მომხდარი კონფლიქტური სიტუაციის განსახილველად.

გ.მ.-ს უფლებადამცველის მტკიცებით, მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები დაკავებული არასრულწლოვნების ბრალეულობას არ ადასტურებს.

"ბოლო სასამართლო პროცესზე დაიკითხა უმნიშვნელოვანესი მოწმე გიორგი ქათამაძე, ასევე აგარაკის წვეულების მონაწილე მარიამ ხატისკაცი და პოლიციელები. თუმცა ისევე, როგორც აქამდე დაკითხულმა ორათეულმა მოწმემ, ამ მოწმეებმაც ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიაწოდეს სასამართლოს გიორგი მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი მერაბიშვილის ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ.

დღის ამბები