22 ივლისი 2024,   17:37
ვრცლად
55,7 % "ქართული ოცნება"- 16,2% "ნაციონალური მოძრაობა"- Survation-ის კვლევა

"რუსთავი 2-ის" დაკვეთით Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან უმრავლესობა 55,7 % ხმას  "ქართულ ოცნებას" მისცემს.

"ნაციონალურ მოძრაობას" 16,2 %. მესამე ადგილზე რეიტინგის მიხედვით არის გიორგი ვაშაძე -" სტრატეგია აღმაშენებელი", რომელსაც გამოკითხულთა - 6,0 % უჭერს მხარს, მას მოჰყვება "ევროპული საქართველო" - 5,6%-ით, შემდეგ "ლეიბორისტული პარტია" - 4,5 %ით, და "პატრიოტთა ალიანსი" - 3,9 %-ით.

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა, 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, 1 200 ადამიანი გამოკითხა.

კითხვა დაისვა რომელ პარტიას მისცემთ ხმას და ამავე პასუხის დასაზუსტებლად კვლევის ავტორები გამოკითხულებს ჩაეკითხნენ, რამდენად დარწმუნებულები არიან, რომ პოზიციას არ შეიცვლიან.

დაანგარიშდა პროცენტული მაჩვენებელიც, გამოკითხულთაგან რამდენი ადამიანი აპირებდა საარჩევნო პროცესში მონაწილეობას.

დღის ამბები