ფინანსური გამოწვევებისა და აუდიტორიის ქცევის სწრაფი ცვლილების გამო, BBC-ს შესაძლოა, ზოგიერთი ტელეარხისა და რადიოსადგურის დახურვა მოუწიოს, რათა რესურსები მოთხოვნილ სერვისებში მიმართოს.
აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, მეტ ბრიტინმა BBC One-ის ეთერში განაცხადა.
როგორც გამოცემა წერს, იმ ფონზე, როდესაც მაუწყებელი 500 მილიონი გივანქა სტერლინგის დაზოგვას ცდილობს, დირექტორმა აღნიშნა, რომ "ვერცერთ პროგრამასა და არხს ვერ მისცემენ გარანტიას, რომ სამუდამოდ იარსებებს".
"ფინანსური ვითარება გვაიძულებს, ზოგიერთ გადაწყვეტილებას იმაზე ადრე მივუბრუნდეთ, ვიდრე შეიძლება გვსურდეს. თუ აუდიტორიის უმრავლესობა პროდუქტს მოთხოვნის შესაბამისად იღებს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველა სხვადასხვა სერვისის ღირებულება და ღირებულება-დანახარჯი შევამოწმოთ", - განაცხადა BBC-ს გენერალურმა დირექტორმა და დასძინა, რომ ორგანიზაცია წარსულის მოდელშია ჩარჩენილი, მაშინ როცა აუდიტორია უკვე "ხვალინდელ სამყაროში" ცხოვრობს.
ბოლო თვეების განმავლობაში BBC-მ სამუშაო ადგილებისა და არაერთი გადაცემის გაუქმების შესახებ გამოაცხადა, მომავალში კი კიდევ უფრო მეტი შემცირებაა მოსალოდნელი.
ინტერვიუში მეტ ბრიტინმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის როლზე და აღნიშნა, რომ გარკვეული წესებისა და ჩარჩოების დაცვით, მზად არის, მხარი დაუჭიროს AI-ის მიერ შექმნილი და წარმოდგენილი პროგრამების მომზადებას. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტექნოლოგია ადამიანის კრეატიულობას ვერ ჩაანაცვლებს.