ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში, სადაც სკოლის 21 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.
ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" სკოლის დირექტორმა ნათია ხაზარაძემ მიაწოდა, რომელიც თავადაც ინფიცირებულია.
მისივე თქმით, 12 დღიანი ვადის შემდეგ, სკოლის თანამშრომლებს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ, რის შემდეგადაც სასწავლო პროცესი აღდგება.