იმერეთში ეპიდსიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქუთაისში კორონავირუსი 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს, "ვენდისის" თანამშრომელსა და ქალაქის მერიის ერთ-ერთ აიპში დასაქმებულ პირს დაუდასტურდა.
ქალაქის ცენტრში საველე კარავი დაიდგა, სადაც მოქალაქეთა უფასო PCR კვლევა ჩატარდება.
"ჩატარდა რეგიონალური საბჭო, სადაც მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები, მათ შორის ერთ-ერთი იყო კარვის გაშლა, სადაც ყველა ადამიანს, ვინც ჩათვლის საჭიროდ, რომ გაიკეთოს PCR ტესტი, ამის საშუალება ექნება. სიტუაცია საგანგაშო ნამდვილად არ არის, ჩვენ ასეთი შემთხვევისთვის ვემზადებოდით,"- აცხადებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.