კახა ოქრიაშვილს მხარდამჭერები ტოვებენ - ამასთან დაკავშირებით დღეს დმანისში შეკრება გაიმართა ყოფილ მხარდამჭერებს შორის, რომლებიც ამბობენ, რომ რაც ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ერთიან ნაციონალური მოძრაობის" გუნდს შეუერთდა, მხარდამჭერთა რიგებში ისინი ვეღარ დარჩებოდნენ, რადგან კახაბერ ოქრიაშვილისა და მათი პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთს ვეღარ დაემთხვეოდა. დღეიდან, ისინი "ქართული ოცნებისა" და მისი კანდიდატის, გოგი მეშველიანის მომხრეები იქნებიან.
"მხარს ვუჭერდით ოქრიაშვილის კანდიდატურას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის გაერთიანდა "ნაცმოძრაობის" ქოლგის ქვეშ, ჩვენ მას მხარს აღარ დავუჭერთ და ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელისუფლებო კანდიდატს გოგი მეშველიანს. შეუძლებელია იყო "ნაცმოძრაობის" წევრი და ქვეყანა მიგყავდეს წინ," - განაცხადა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.