ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზაუგბაიას განცხადებით ბოლო 24 საათში დადასტურებული 158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარიდანაა, 28 სამეგრელოდან, 19 იმერეთიდან, 6 გურიიდან, 18 თბილისიდან.
კოვიდცენტრებში და შესაბამის ზონებში მკურნალობს 586 პაციენტი.
ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 25 ინფიცირებული, მათ შორის კრიტიკულად მძიმეა 1, ხოლო მძიმეა 2 პაციენტის მდგომარეობა.