აჭარის მთავრობაში რეგიონში არსებული ეპიდვითარება შეაფასეს. მედიასთან საუბრისას თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადეს რომ სიტუაცია მართვადია და ჯანდაცვის სისტემა მზად არის გაუმკლავდეს არსებულ მდგომარეობას.
საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ სასწავლო პროცესის დაწყება ხელვაჩაურის რაიონშიც პირველ ოქტომბრამდე გადაიწევს. მაღალმთიან აჭარაში კი ჩვეულებრივად სწავლა 15 სექტემბრიდან განახლდება.
რაც შეეხება რეგიონში ზომების გამკაცრებას, მთავრობაში განმარტეს რომ ამ ეტაპზე მსგავსი ღონისძიება არ იგეგმება.
დღეს მთავრობაში ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლის ინფიცირებაზეც ისაუბრეს. ეპიდემიოლოგები ინფიცირების წყაროს ამ დრომდე ვერ ადგენენ.