"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სახელით გამარჯვებისთვის ოთარ კახიძე იბრძოლებს. კახიძემ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
პარტიას ქუთაისის მერობის კანდიდატიც ჰყავს. "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატად ამირან ძოწენიძე დასახელდა.