22 მაისი 2024,   16:07
ვრცლად
კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობები გაიმართა

კატალონიაში, რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, საპროტესტო მსვლელობები გაიმართა.

აქციას ორგანიზებას კატალონიის ეროვნული ასამბლეა უწევდა, რომლის მონაცემებითაც, რეგიონის მასშტაბით, საპროტესტო გამოსვლებში 60 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეებმა მეფე ფელიპე VI-ს ფიტული დაწვეს. ესპანეთის მეფის მიერ ბარსელონას აღების თარიღს, კატალონიელები ტრადიციულად, საპროტესტო მსვლელობებით აღნიშნავენ.

დღის ამბები