06 მაისი 2024,   00:41
ვრცლად
აშშ-ში ხანძრის დროს დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანძრის დროს დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. ცეცხლი კალიფორნიის, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატებში ტყის მასივს უკიდია.

დაიწვა 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ცეცხლის ლოკალიზებას ქვეყნის მასშტაბით ათობით ათასი მეხანძრე ცდილობს.

სინოპტიკოსები კალიფორნიასა და ორეგონში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ, რაც ცეცხლის გავრცელებას კიდევ უფრო დააჩქარებს. არსებული ვითარების ადგილზე გასაცნობად დღეს კალიფორნიაში ჩავა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დღის ამბები