გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვნის ადვოკატები, აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლას დღეს, კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
პროცესზე, რომელიც ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს, ბრალდებულთა ინტერესების დამცველები კიდევ რამდენიმე შუამდგომლობით მივიდნენ.
მათ შორის არის ნარეკვავის აგარაკზე მომხდარი ჩხუბის ცალკე წარმოებად გამოყოფა და მოსამართლის ამ საქმიდან ჩამოშორება. დღესვე უნდა გაირკვეს, რა მტკიცებულებებს ცნობს სასამართლო დასაშვებად.
ადვოკატების არგუმენტები არის ის მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია და ამავდროულად არამყარია.
ისინი ითხოვენ, რომ გარკვეული მტკიცებულებების საქმიდან ამოღება მოხდეს. მათივე თქმით, მტკიცებულებების ნაწილი არაკანონიერად არის მოპოვებული.
ადვოკატების ნაწილი ითხოვს გირაოს შეფარდებას 5000 ლარის ოდენობით.
11 სრულწლოვნიდან, სამი საბურთალოელია ისინი მხოლოდ ნარაკვევის დასახლების ინციდენტში მონაწილეობდნენ, სწორედ ამიტომ ისინი საქმის გამოყოფას ითხოვენ.
მათი მთავარი მიზანია გირაოზე შუამდგომლობის დაყენება.
ერთ-ერთი დაკავებულის, საბა გოგშელიძის ადვოკატი არჩილ დეკანოზიშვილი ითხოვს საქმის გამოყოფას, მისი თქმით, ეს გამოძიებასაც გაამარტივებს, რადგან არ იქნება ბევრი მოწმე დასაკითხი.
"საქმის გამოყოფასთან დაკავშირებით გვინდა შუამდგომლობის დაყენება. გოგშელიძის, წაქაძის და ჩხარტიშვილთან დაკავშირებით. ამდენი მოწმის დაკითხვაც არ იქნება საჭირო, სამწუხაროდ საბას დაემატა ერთი მუხლი და სამივეს დაუმძიმდა ბრალი,"- განაცხადა არჩილ დეკანოზიშვილმა.
ადვოკატების შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სავსებით საკმარისია ბრალის დასაზუსტებლად.