09 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
აშშ-ს სენატმა ე.წ. პატრიოტული აქტის მოქმედების გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ე.წ. პატრიოტული აქტის მოქმედების გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კანონი, რომელსაც ვადა პირველ ივლისს ეწურება, ქვეყნის სპეცსამსახურებს ტერაქტების აღკვეთის მიზნით რიგითი მოქალაქეების შესახებ მონაცემების შეგროვების უფლებას ანიჭებს.

სენატი კენჭისყრისთვის საგანგებოდ შეიკრიბა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწია და ხმის მიცემის პროცედურა გაურკვეველი ვადით გადადო.

თეთრი სახლის განცხადებით, ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად ამ კანონს დიდი მნიშვნელობა აქვს და სენატს დოკუმენტის უმოკლეს ვადაში განხილვისა და მიღებისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები