26 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს ითხოვდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, ვინაიდან, სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე კვლავ არსებობს.

ადვოკატების ნაწილი ირაკლი წაქაძეზე, საბა ჩხარტიშვილზე და თენგო ბარბაქაძეზე 5000 ლარიან გირაოს მოითხოვდა.  10 000-ლარიან გირაოს ითხოვდნენ ნიკა ჟვანიასა და ვასილ მახარაძის ადვოკატები.

რაც შეეხება დანარჩენებს, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ ნიკოლოზ რევაზიშვილისა და საბა გოგშელიძის ადვოკატები.

ცნობისთვის, დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

დღის ამბები