26 აპრილი 2024,   17:54
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში რჩება - არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება დღეს მცხეთის სასამართლომ ძალაში დატოვა. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა სხვაგვარად იქცევიან მათი მეგობრები - ბრალდებულ არჩილ გაგნიძეს ნაძალადეველი მეგობრები მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეხვდნენ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და "ტოიოტა ვიტსის" მგზავრი მიშა ბეშიძე მეგობართან ერთად აკრძალულ ზონაში გადაძვრა და საბადრაგე სამსახურის მანქანასთან მივიდა. ბეშიძე ერთ-ერთია იმ ნაძალადეველებს შორის, რომელიც მცხეთიდან ჩამოსულებს უკან გაყვა, თუმცა მან და მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა მდინარე არაგვის ხიდს ვერ მიაგნეს და უკან დაბრუნდნენ. ავტომობილიც, რომლითაც ის გადაადგილდებოდა ნივთმტკიცებულების სახით ამოღებულია.

დღეს ადვოკატებმა ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების ინტერესების დამცველები ამტკიცებდნენ, რომ მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობდა, მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

11 სრულწლოვანს გამოძიება ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, ჯანრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

დღის ამბები