ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის სესიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნია შეხვედრაზე, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, სიტყვით გამოვიდა.
მინისტრის მოადგილემ პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზად პირველ რიგში პარტნიორების მხარდაჭერა და მულტისექტორული მიდგომა დაასახელა. ყურადღება გამახვილდა საქართველოში სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის საკითხზე.