ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 170 შემთხვევიდან 88 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ეზუგბაიას თქმით, 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
"იყო ქვეყანაში 2 392, დაგვემატა 170 და გახლავთ 2 5062 დადასტურებული შემთხვევაში.
170 დადასტურებულ შემთხვევაზე ორნაირი ახსნა მინდა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 გახლავთ მოგზაურობის ისტორიით, 4 გახლავთ საკარანტინე სივრცეში დადასტურებული და დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვეები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.
ეს 170 რეგიონების მიხედვით ასე გახლავთ განაწილებული: 124 გახლავთ აჭარა -ბათუმი, 20 გახლავთ თბილისი, 13 იმერეთი - ქუთაისი, 6 გახლავთ სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია - ოზურგეთი, 3 გახლავთ მცხეთა-მთიანეთი - მცხეთა და ერთი არის რაჭა-ლეჩხუმი - ცაგერიდან.
11 გვყავს მარტო გამოჯანმრთელებული და ამ ეტაპზე 1 154 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში," - აცხადებს მარინა ეზუგბაია.