08 სექტემბერი 2026,   13:22
ვრცლად
ივნისი 806, ივლისი 1412, აგვისტო 1527, სექტემბერი 1506 - მარინა ეზუგბაია PCR ტესტის გაორმაგებულ კვლევებს განმარტავს

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა PCR ტესტების დანახარჯი თვეების მიხედვით განმარტა.

მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ივნისის თვეში ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა 806-ს შეადგენს, ივლისის თვეში - 1 412-ს, აგვისტოს თვეში კი ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა 1 527 შეადგენდა. მისივე განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, სექტემბრის თვეში უკვე 1 506 PCR ტესტი დაიხარჯა.

"ივნისის თვეში გახლდათ PCR ტესტები ჩატარებული 806, ივლისში გახლდათ - 1 412, აგვისტოში გახლდათ 1 527 და დღეს 14 სექტემბრის ჩათვლით გახლავთ 1 506. თითქმის გაორმაგებული არის წინა თვესთან შედარებით PCR ტესტის კვლევები და ზუსტად ეს არის ალბათ დაავადების სწრაფი გამოვლენის შედეგი, პაციენტების იზოლაციის და იმედი გვაქვს, რომ ყველა წერტილში, განსაკუთრებით ბათუმი - აჭარაში, შემდგომისთვის დაავადების ლოკალიზაცია მოხდება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები