09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
92 წლის ამერიკელი რეკორდსმენი გახდა

92 წლის ამერიკელი მოხუცი რეკორდსმენი გახდა. ჰარიეტ ტომფსონი ყველაზე ასაკოვანი ქალბატონია, რომელმაც სან დიეგოში გამართულ მარათონში მონაწილეობა მიიღო. მან 42 კილომეტრიანი მონაკვეთი 7 საათში დაფარა და ფინიშის ხაზის გადაკვეთისას ოვაციაც დაიმსახურა.

92 წლის ტომფსონისთვის ეს მე-17 საქველმოქმედო მარათონი იყო, რომელიც სიმსივნით დაავადებულთა კვლევების ფონდისთვის თანხის შესაგროვებლად ტარდება. მძიმე სენით ის თავადაც დაავადებული იყო, თუმცა განიკურნა და დღეს სხვა პაციენტებს ეხმარება.

დღის ამბები