19 აპრილი 2024,   12:13
ვრცლად
დააორგანიზეს თუ არა ძალადობა მეგობრებმა - ცდომილებები გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ტატიშვილისა და ჟვანიას ჩვენებებში სავარაუდოდ დღეს უნდა დაზუსტდეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ბრალდებული ნიკა ჟვანია უნდა დაიკითხოს, რომელსაც გამოძიება ძალადობას და ძალადობის ორგანიზებას ედება, თუმცა მისცემს თუ არა ის ჩვენებას, ჯერჯერობით, უცნობია.

საქმეზე დღესვე უნდა დაიკითხოს ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიც. მას გამოძიება ძალადობის ორგანიზებას ედავება. ის საქმეში ფიგურირებს, როგორც "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლი. სწორედ ამ მანქანაზე მიუთითებს ბრალდებული ნიკა ჟვანია და ამტკიცებს, რომ მასში ნახა რკინის ხელკეტი. ფაქტს ტატიაშვილი უარყოფს და ამბობს, რომ ხელკეტი მას მანქანაში არ ჰქონია, შესაბამისად, ჟვანიასა და ტატიაშვილის ჩვენებებში ცდომილებაა. 

ტატიაშვილი ჩვენებაში ადასტურებს, რომ გიორგი ქათამაძეს ყველა გაუსწორდა, დღეს გაიმეორებს თუ არა, იგივე ინფორმაციას, უცნობია. ასევე მან უნდა თქვას, დააორგანიზეს, თუ არა ძალადობა მეგობრებმა.

გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაიკითხება 2 დამოუკიდებელი ექსპერტი და სამხარაულის ექსპერტი, რომელიც კომპლექსურ ექსპერტიზაში იღებდა მონაწილეობას.

"როგორც ტატიაშვილმა განაცხადა, ის მზად არის რომ მისცეს სასამართლოს ჩვენება. ბუნებრივია აღწერს ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც გვაქვს ჩვენ მოლოდინი, თუ როდის ჩავიდნენ, რა ვითარებაში, რატომ ჩავიდნენ, როგორც განვითარდა მოვლენები. იმას ვერ ვიტყვი, რომ მისი ჩვენებით მოხდა დანაშაულის გახსნა, ასე არ ვფიქრობ მე.

რაც შეეხება ჩიქოვანს და გაგნიძეს, მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მისცენ ჩვენება. მოემზადებიან, ვფიქრობ დღეს თუ არა მომდევნო სხდომებზე ისინიც დაიკითხებიან. ბუნებრივია იმათგანაც საინტერესო იქნება პასუხები," - განაცხადა არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა.

არასრულწლოვან ზ. ხ.-ს სახაზინო ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილის გაუგებარია, სამედიცინო ექსპერტები ამ საქმეზე რატომ იკითხებიან, რადგან მკვლელობის საქმე ამ ეტაპზე არ იხილება.

ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე კი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებას ვერცერთი მოწმე ვერ დაადასტურებს, მათ შორის ვერც გიგა ტატიაშვილი.

რაც შეეხება პროკურორს, პროკურორის ნანა გუგუტიშვილის თქმით, ტატიაშვილს სახელითა და გვარით აქვს იდენტიფიცირებული მასთან ერთად მყოფი პირები, რომელიც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

"ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ დაასახელებს, თუმცა ჯერ მოწმე არ დაკითხულა და ვერ მოგახსენებთ, ის რა ინფორმაციას მიაწვდის სასმართლოს.

ნიკა ჟვანიას პოზიცია გაურკვეველი იყო, მას სურდა თუ არა ჩვენების მიცემა. გამოძახებულია ნიკა ჟვანია. თუკი მას ექნება სურვილი რომ მისცეს ჩვენება. დაიკითხება, აღნიშნულ პირებს, გამოძიებაში, ინფორმაციის მიწოდების დროს მიწოდებული აქვთ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის ამხელენ მათ თანმხლებ პირებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში," - განაცხადა პროკურორმა. 

სასამართლო პროცესი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთაში ცოტა ხნის წინ განახლდა.

დღის ამბები