ქვემო ქართლში, გარდაბანში, სადაც 2 ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს კიდევ გაიზარდა და ამ ეტაპზე მათი საერთო რაოდენობა 13 გახდა.
ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 65 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში, 5 კარანტინშია გადაყვანილი, 28 პირის მონაცემი კი ლაბორატორიაში გადაიგზავნა, მათი კვლევის შედეგები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის გარდაბანში კორონავირუსის გავრცელების ადგილზე დამატებითი ეპიდკვლევები მიმდინარეობს.