18 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
სროლა რაგბის კავშირში - დაჭრილია ერთი ადამიანი

საქართველოს რაგბის კავშირში მომხდარი სროლის შედეგად, დაჭრილია  საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ის, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ადგილზე პოლიცია იმყოფება. 

კონკრეტულად, რას უკავშირდება მომხდარი ინციდენტი უცნობია. "რუსთავი 2" დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

დღის ამბები