რაგბის კავშირის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელებმა უპასუხეს. როგორც სანდრო საკანდელიძე ამბობს, არსებობს აუდიტის დასკვნა, სადაც არაერთ გადაცდომაზეა საუბარი, მათ შორის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.
"ერთია სვანიძის განცხადება და მეორეს მხრივ აუდიტის დასკვნა. კვების ხარჯებთან დაკავშირებით წერია, რომ ხელშეკრულება ერთ-ერთ კომპანიასთან შეწყდა, რომელიც კვებით უზრუნველყოფდა რაგბის კავშირს და დაიდო ახალ კომპანიასთან, რომელიც 1 თვით ადრე რაგბის კავშირის წევრებმა დააარსეს.
რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მე ადგილზე არ ვყოფილვარ, თუმცა გადმოცემით ვიცი, რომ მერაბ ბესელია ინციდენტის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იყო,"- განმარტავს რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრი სანდრო საკანდელიძე.
შეგახსენებთ, რაგბის კავშირში განვითარებულ მოვლენებს, კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა.
გოჩა სვანიძის განცხადებით, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და კავშირის თანხები მიზნობრივად დაიხარჯა. სვანიძის თქმითვე, მიმდინარე პროცესები, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.