4 ადამიანი დაშავდა თბილისში სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად. ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ოთხივე დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. სხვა დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
"შემოყვანილ იქნა 4 პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ორი მამაკაცი და ორი ქალბატონი. მდგომარეობები ოთხივესი იყო შემოსვლისთანავე მძიმე. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმე იყო. აყვანილ იქნა საოპერაციოში, ამჟამადაც მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა.
დანარჩენის მდგომარეობები დასტაბილურდა, აღენიშნებათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს ძვლოვანი დაზიანებები. ამ ეტაპზე სამივეს მდგომარეობა არის სტაბილური," - განაცხადა ექიმმა.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობთ უცნობია.