09 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
სერგეი ლავროვი ევროკავშირს ეთიკური ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს

სერგეი ლავროვი რუსეთის ე.წ. "შავი სიის" დასავლურ მედიაში გავრცელების გამო ევროკავშირს ეთიკური ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, სია ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიურ უწყებებს კონფიდენციალურად მიაწოდეს, თუმცა მისი შემადგენლობა დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა რამდენიმე გამოცემაში.

დასავლეთის სანქციების საპასუხოდ შემუშავებულ შავ სიაში 89 ევროპელი მაღალჩინოსანი მოხვდა. მათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. ოფიციალური მოსკოვი სიის გაფართოვებასაც არ გამორიცხავს.

 

დღის ამბები