17 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
"ერთიანი საქართველო" ხელისუფლებას მოსწავლეთა და მასწავლებლებისთვის ონლაინ სწავლების პერიოდში უფასო ინტერნეტის მიწოდებას მოუწოდებს

პარტია "ერთიანი საქართველო" ახალ ინიციატივას აქვეყნებს. "ერთიანი საქართველო" პანდემიისა და ონლაინ სწავლების პერიოდში ხელისუფლებას მოუწოდებს მოახდინოს განათლების სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეებისათვის დროებით ულიმიტო ინტერნეტ პაკეტების აქტივაცია და საკუთარ ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებულ საჯარო სკოლების მოსწავლეებს მიაწოდოს ინტერნეტ მომსახურება უფასოდ. 

"საქართველოს კონსტიტუციით, ხელისუფლება ვალდებულია, თითოეულ მოქალაქეს შეუქმნას განათლების მიღების თანაბარი საშუალება," - აღნიშნა ერთიანი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნიკა პეტრიაშვილმა.  

დღის ამბები