08 სექტემბერი 2026,   12:45
ვრცლად
ხელვაჩაურში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა

ხელვაჩაურში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. მიწის დიდი მასა ჩამოწვა სოფელ კირნათის ჰესის მიმდებარედ, რის გამოც რამდენიმე საათით ჩაკეტილი იყო კირნათის ხეობის რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი გზა.

მეწყრული პროცესები განვითარდა მაჭახლის ხეობის სოფელ შუშანეთშიც. ეროზიული პროცესების გამო მცირე ხნით ჩაკეტილი იყო მაჭახლის ხეობის რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზაც. მეწყერსაშიშ ზონებში დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.შეიქმნა სპეციალური შტაბიც.მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის გზებზე გადაადგილება ყველა მიმართულებით აღდგენილია. 

დღის ამბები