კორონავირუსის 196 შემთხვევიდან 128 აჭარას უკავშირდება. ინფიცირებულთა შორის არიან ფეხმძიმეები, ბავშვები და ექიმები.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის თქმით, თქმით, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, ხდება როგორც საწოლფონდების, ასევე კოვიდკარანტინების დამატება.
"ჯანდაცვის რგოლი და სხვა სტრუქტურები არიან კოორდინაციაში. ყველა შემთხვევის მიდევნება და მათი ახლო კონტაქტების მოძიება ხდება და ხდება მათი აღრიცხვა, თვითიზოლაციაში გადაყვანა და შესაბამისად, ტესტირების ჩატარება.
მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, წინასწარი გათვლითაც, ხდება როგორც საწოლფონდების, ასევე კოვიდკარანტინების დამატება. ანუ ჯანდაცვის რგოლი ყველა სხვა უწყებასთან ერთად კოორდინებულად მოქმედებს და საჭიროების მიხედვით ემატება, როგორც საწოლები, მზადყოფნაშია ასევე დამატებითი კოვიდკარანტინები," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.
გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას განმარტებით, გურიის რეგიონში 40-მდე გამოვლენილი შემთხვევაა.