09 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ჩინეთის ყველაზე დიდ მდინარეში ტურისტული გემი ჩაიძირა

ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს მდინარე იანძიზე. ჩინეთის ყველაზე დიდ მდინარეში ტურისტული გემი გამთენიისას ჩაიძირა. მასზე 458 მგზავრი იმყოფებოდა.

მაშველების  ინფორმაციით, ნაპირამდე გამოცურვა მხოლოდ 12-მა შეძლო, მათ შორისაა გემის კაპიტანიც. კატასტროფის მიზეზი პირველადი მონაცემებით შტორმი გახდა. გადარჩენილების ძებნის პროცესსაც ძლიერი ქარი ართულებს. გემზე მხოლოდ ჩინეთის მოაქლაქეები იმყოფებოდნენ. 

დღის ამბები