09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
ჩინეთში გემის ჩაძირვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

5 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა ჩინეთში, მდინარე იანძიში გემის ჩაძირვის შედეგად. ბორტზე 411 მგზავრი და ეკიპაჟის 47 წევრი იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი და წვიმა აფერხებს. სწორედ უამინდობა გახდა კატასტროფის მიზეზიც. გავრცელებული ცნობით, გემი ძლიერ შტორმში მოყვა და რამდენიმე წუთში ჩაიძირა.

ამ დროისთვის მაშველებმა მხოლოდ 12 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის არის გემის კაპიტანი და მთავარი ინჟინერიც. ორივე მათგანი დაკავებულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები