09 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
ბოლო დღეების განმავლობაში შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსეთის ავიაცია გააქტიურდა

ბოლო დღეების განმავლობაში შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსეთის ავიაცია გააქტიურდა.

პენტაგონის განცხადებით, რეგიონში მყოფ ამერიკულ სამხედრო გემს რუსეთის მოიერიშეებმა ახლო მანძილზე რამდენჯერმე გადაუფრინეს. ბოლოს სუ 24 ამერიკულ გამანადგურებელს 500 მეტრით მიუახლოვდა.

30 მაისს მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა გაავრცელეს. ვიდეო მასალა შავი ზღვის საერთაშორისო წყლებშია გადაღებული, სადაც ამერიკული გემი "როსი" რუტინულ ოპერაციას ატარებდა. რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით ამერიკელები აგრესიულად იქცეოდნენ, მოიერიშეებმა კი აჩვენეს, რომ დარღვევებზე მკაცრი რეაგირებისთვის მზად არიან.

დღის ამბები