09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
იტალიაში ავიაშოუ მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავიაშოუ იტალიის ქალაქ ტორტორეტოში. შემთხვევა ღონისძიების გახსნამდე, ვარჯიშის დროს მოხდა.

მანევრის შესრულების დროს ერთი თვითმფრინავი მეორეს შეეჯახა. შედეგად ერთ-ერთი პილოტი დაიღუპა, თვითმფრინავის ფრაგმენტები კი ზღვაში ჩაცვივდა.

მომხდარის გამო ორგანიზატორებმა ავიაშოუს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

დღის ამბები