17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
გიგი უგულავამ ზუგდიდის მოსახლეობასთან ხელშეკრულება დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში 100 000 სამუშაო ადგილს შექმნის

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავა ადგილობრივებს შეხვდა და მათთან ხელშეკრულება დადო.

გიგი უგულავას თქმით, დღეს როგორც ზუგდიდში, ისე მთლიან საქართველოში, მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისია.

უგულავას განცხადებით, ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და სწორედ ამიტომ "ევროპული საქართველო" დებს ხელშეკრულებას მოქალაქეებთან და იღებს შესრულების ვალდებულებას იმ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანას მოუტანს ცვლილებებს.

"100 000 სამუშაო ადგილის შეიქმნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. 2000 ლარზე მეტი დარჩება თითოეულ ოჯახს. საუბარია პენსიის, სოცდახმარების და დევნილების შემწეობის გაორმაგებაზე და ასევე მთავრობის ბიუროკრატიის შემცირებაზე 2 მილიარდი ლარით. ეს არის ყველა ის ღონისძიება, რამაც ეკონომიკა უნდა დაძრას მკვდარი წერტილიდან," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები