19 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
მორიგი აქცია ჩარგლის ქუჩაზე - ადგილობრივები მერიისგან მშენებარე მაღალსართულიანი კორპუსის კოეფიციენტის შეცვლას ითხოვს

ჩარგლის ქუჩის მოსახლეობა მერიისგან მათი კორპუსის წინ მიმდინარე მაღალსართულიანი შენობისთვის კოეფიციენტის შეცვლას ითხოვს. ამ ულტიმატუმით აქციას "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი შეუერთდა.

ხუთსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები ნაგებობის წინ კიდევ ერთი მაღალსართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ.

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს არის 5 სართულიანი კორპუსი, რომელშიც ცხოვრობს 100 ოჯახი და ამ კორპუსს ფაქტობრივად ოთხივე მხრიდან აუშენეს 9 სართულიანი, 12 სართულიანი, 17 სართულიანი კორპუსები. როდესაც გაიცემა ნებართვები, აუცილებლად მთავარი სახელმძღვანელო უნდა იყოს ქალაქის გენერალური გეგმა და აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ნებასა და ინტერესებს," - აღნიშნა ლელოს" ნაძალადევის მაჟორიტარმა ნიკა ჩერქეზიშვილმა. 

ანალოგიური მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია 4 დღის წინაც გამართეს.

დღის ამბები