28 ოქტომბერი 2020,   13:05
ვრცლად
Time-ის 2020 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში ენტონი ფაუჩი და ჯანმოს ხელმძღვანელი მოხვდა

Time-მა 2020 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა. რეიტინგი შედგება რამდენიმე კატეგორიისგან, რანჟირების გარეშე, ეს კატეგორიებია "ტიტანები", "ნოვატორები", "ხელოვნების წარმომადგენლები", "ლიდერები", "კუმირები".

"ლიდერების" რიცხვში წელს მოხვდნენ ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ოპონენტი მომავალ არჩევნებზე ჯო ბაიდენი, დემოკრატების კანდიდატი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის პოსტზე კამალა ჰარისი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ამერიკის გენპროკურორი უილიამ ბარი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი,  ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლიაიენი და პარიზის მერი ან იდალგო.

"ტიტანებად" Time-მა აღიარა Google-ის გენდირექტორი სუნდარა პიჩაი,  ჩინეთის წამყვანი ეპიდემიოლოგი  ჩჟუნ ნანშანი,  მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ჯეფ ბეზოსის, ექს-მეუღლე მაკენზი სკოტი, "ფორმულა 1"-ის 6 გზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი და ა.შ

2020 წლის "ნოვატორები" კი ჟურნალის ვერსიით არიან მომღერალი Megan Thee Stallion, NASA-ს ასტრონავტები ჯესიკა მეირი, კრისტინა კუკი და სხვები.

"ხელოვნების წარმომადგენლებში" გამოარჩიეს The Weeknd-ი, მომღერალი სელენა გომეზი, მსახიობები ფიბი უოლერ ბრიჯი და მაიკლ ბაკარი ჯორდანი, სამხრეთ კორეელი რეჟისორი პონ ჩჟუნ ჰო და ვიოლენჩელისტი იოიო მა.

"კუმირებად" დასახელდნენ - უფლებადამცველი ანჯელა დევისი, ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, მოძრაობა  Black Lives Matter-ის დამფუძნებლები და ა.შ.

დღის ამბები