ბოლო 24 საათში საქართველოში ორი მძიმე პაციენტი გარდაიცვალა, ბოლო ორ დღეში კი, ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელების არეალი ყოველდღიურად იზრდება. დღეს ბათუმში რეკორდული - 165 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გურიის სოფელში კი, მკაცრი რეგულაციები ამოქმედდა.
ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება თბილისშიც. დღეს კორონავირუსი 34 პირს დაუფიქსირდა. პარალელურად, იუსტიციის სახლთან ტესტირების სივრცე მუშაობს, სადაც მოქალაქეებს მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ.