09 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
უკრაინაში ქართულ მაგალითზე იუსტიციის სამინისტროში ელექტრონული სერვისები შეიქმნა

"იუსტიციის სამინისტრო ხალხში გავიდა," ასეთი სათაურებით გამოეხმაურა უკრაინული მედია იუსტიციის მინისტრის პავლო პეტრენკოს, მისი მოადგილის გია გეწაძის და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების გუშინდელ აქციას.

აქციის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება იუსტიციის სამინისტროს ახალი ელექტრონული სერვისების შესახებ.

სამინისტროს წარმომადგენლები თვითონ არიგებდნენ საინფორმაციო ფლაერებს მოსახლეობაში და უხსნიდნენ მოქალაქეებს რამდენად გამარტივდა ყველა სახის ცნობის მიღება, თუ ადრე მოსახლეობას დიდ რიგებში უწევდა დგომა და ხშირად ქრთამის გადახდა, დღეს ამ მომსახურების მიღება, სახლიდან გაუსველად უსტიციის სამინისტროს ვებ გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი.

კამპანია "არ დაკარგო დრო რიგში, არ გადაიხადო ქრთამი, ისარგებლე იუსტიციის სამინისტროს ელექრონული სერვისებით,"- უკრაინის ყველა რეგიონში გაგრძელდება. 

დღის ამბები