09 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ცნობილმა რეალითი შოუს ვარსკვლავმა ბრუს ჯენერიმ 65 წლის ასაკში სქესი შეიცვალა

ბრუს ჯენერის პირველი ფოტო სესია ქალის ამპლუაში. ცნობილმა რეალითი შოუს წამყვანმა და კიმ კარდაშიანის მამობილმა 65 წლის ასაკში სქესი შეიცვალა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ჯენერმა ჟურნალ "ვენითი ფეარისთვის" გადაღებული ფოტოები ტვიტერის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ის "ტვიტერის" მომხმარებელი გუშინ გახდა და ფანების რაოდენობის მიხედვით, გინესის რეკორდსმენიცაა. 4 საათში ტრანსგენდერმა მილიონი მიმდევარი შეიძინა და ამით ბარაკ ობამასაც გაუსწრო.

ბრუს ჯენერმა სახელიც შეიცვალა და კეიტლინი გახდა. მან ორი თვის წინ აღიარა, რომ ყოველთვის ქალად მიაჩნდა თავი და პირობაც დადო, რომ მალე საზოგადოების წინაშე განსხვავებულ ამპლუაში წარდგებოდა.

დღის ამბები