19 აპრილი 2024,   03:45
ვრცლად
იძულებული ვარ გავუსვა ხაზი - სამჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მინისტრი ამბობს, რომ დანაშაული წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით 3-ჯერ შემცირებულია. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ განცხადებები, თითქოს კრიმინალმა იმატა, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. 

"დღეს თურმე დაიქცა ქვეყანა და კრიმინალმა ძალიან მომიმატა, გადახედონ ელემენტარული, შევიდნენ საიტზე და ნახონ ეს. ჩემი მოგონილი არ არის, არც ჩემი დაწერილი. მით უმეტეს, 2007-ში და 2008-ში ვერ დავწერდი ციფრებს. ნახავთ, რამხელა სხვაობაა მოყოლებული წინა წლებში. არა მარტო მოყოლებული კლებადი, სულ კლებადი ვერ იქნება რაღაც – ხან იკლებს, ხან იმატებს. ეს ჩვეულებრივი თემაა. თუნდაც რომ ავიღოთ 2012 წლამდე, მე არ მიყვარს ხოლმე ძველის გახსენება – ძველ მთავრობაში ასე ხდებოდა და ამ მთავრობაში ასე ხდება, მაგრამ იძულებული ვარ, გავუსვა ხაზი ამ თემას - როცა ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული. სამჯერ მეტი ხდებოდა მაშინ, როცა სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა ციხეში," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები