20 აპრილი 2024,   04:54
ვრცლად
დავით ფურცხვანიძე ბრალდებას არ ეთანხმება და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს - ადვოკატი

დავით ფურცხვანიძისთვის ბრალი ჯერ ისევ არ წარუდგენიათ. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას ადვოკატიც შეხვდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ფურცხვანიძე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

იურიდიული კონსულტაციის შემდეგ კი გაირკვა, რომ იურისტი, რომელიც ფურცხვანიძის ინტერესს წარმოადგენდა, დაკავებულს აღარ იცავს.

მისი ამჟამინდელი ადვოკატის განცხადებით კი, ფურცხვანიძე ბრალდებას არ ეთანხმება. 

"რა მუხლებითაც მას ბრალს წარუდგენენ, იმ ნაწილში არ ეთანხმება ბრალდებას და არ თვლის, რომ რაიმე დანაშაული ჩაიდინა. თუ მან რამე გააკეთა, ამის შესახებ ინფორმაცია მაგისტრ მოსამართლეს აქვს მიწოდებული და ყველაფერი გამჭვირვალეა. დაფარული და კანონსაწინააღმდეგო ქმედება მას არ ჩაუდენია. ამიტომ, მისი დაკავება გაუგებარია, მით უფრო, რომ მისი დაკავება განჩინების საფუძველზე მოდა,"- აცხადებს დავით ფურცხვანიძის ადვოკატი გიგა სვანიძე.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი კი თვლის, რომ ფურცხვანიძეს საკუთარი თავის დაცვისა და პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცა.

"ფურცხვანიძე დაუკავშირდა რამიშვილს და უთხრა, რომ შეეძლო მოეპოვებინა ფოტოები და ასეც გააკეთა. ვფიქრობ, რომ ფურცხვანიძეს საკუთარი თავის დაცვისა და პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცა,"- აღნიშნავს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.

დღის ამბები