"გადადგეს ჭიათურის მერი" - ამ მოთხოვნით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია გაიმართა.
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან ერთად მერიაში არსებული კორუფცია გააპროტესტა. სერგო რატიანის განცხადებით, ჭიათურის მერთან ახლობლობის გარეშე ტენდერს ვერავინ მოიგებს და რეალურად, ქალაქში არაფერი კეთდება. აქციის მონაწილეებმა მერის გივი მოდებაძის გადადგომა მოითხოვეს, ასევე ისაუბრეს, წინასაარჩევნო ზეწოლაზე.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ წინასაარჩევნოდ მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინება ხდება.
"წლებია ჭიათურაში კორუფციაა. კორუმპირებული მერი იპარავს ბიუჯეტს და ახლა არ მივცემთ უფლებას, ხმებიც მოიპაროს. ხდება ზეწოლა ამომრჩევლებზე, ამიტომ შევიკრიბეთ და მოვითხოვთ, გადადგეს ჭიათურის მერი და შეწყდეს ადამიანებზე ზეწოლა," - განაცხადა სერგო რატიანმა.