27 აპრილი 2024,   05:13
ვრცლად
კახეთში ბოლო 24 საათში COVID-19 ორ პირს დაუდასტურდა

კახეთში ბოლო 24 საათში COVID-19 ორ პირს დაუდასტურდა. 

ინფიცირების ახალი შემთხვევები ყვარლის კლასტერის კონტაქტებს ეკუთვნის, რომელთა პირველადი წყარო აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება. ორივე მათგანს სპეციალიზირებულ კლინიკაში მოათავსებენ.

ამ ეტაპზე, რეგიონში ინფიცირებულია 54 პირი. ამასთან, სოფელ მატანში და ველისციხეში უფასო PCR ტესტირება და თერმოსკრინინგი კვლავ გრძელდება.

დღის ამბები