02 მაისი 2024,   02:08
ვრცლად
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის და ქუთაისის მერობის კანდიდატი წარადგინა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის და ქუთაისის მერობის კანდიდატი წარადგინა.

პარტიის სახელით ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს ოლქში გოგი წულაია იბრძოლებს, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ექიმი ელგუჯა ხიშტოვანია, ტყიბულის,  თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის კანდიდატია მურმან ნებიერიძე.

დღესვე წარადგინეს ქუთაისის მერობის კანდიდატი გაგა გოგრიჭიანი. კახა კუკავამ პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო.

მისი თქმით, ქუთაისთან დაკავშირებით მათ აქვთ გაცხადებული პოზიცია და ეს გულისხმობს, რომ პარლამენტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში და ის გახდეს მეორე დედაქალაქი

დღის ამბები