ნაძალადევში დადიანის ქუჩაზე 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. კონფლიქტის საფუძველი მეზობლებს შორის მომხდარი უთანხმოებაა.
დაჭრილია ირანის მოქალაქე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-მ საქმე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით აღძრა.