"ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მოზარდებისთვის მარათონი გამართა. გარბენს პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა დაესწრო.
მისი თქმით, მარათონი სიმბოლური ხასიათისაა, რათა ახალგაზრდებს ახსოვდეთ, რომ აფხაზეთი საქართველოა და ქვეყნის გამთლიანების მისია ყოველი მოქალაქის ვალია.