ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა, ხოლო 4 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, კლინიკაში 48 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას, მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.
"შვიდი დადასტურებული პაციენტი მივიღეთ გამთენიისას,მათგან 6 სამეგრელოდანაა, ერთი იმერეთის კლასტერია. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 48 პაციენტი,16 ბავშვი და 32 მოზრდილი. მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან 101 პაციენტი განიკურნა.