მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი განახლდება.
ამასთან, 19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები განაახლებენ სწავლებას.
"მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯადაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს მივცეთ საშუალება, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გააგრძელონ პროცესი.
ჩვენ ძალიან დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას და ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით არის ეს თარიღები შერჩეული. 12-იც და 19-იც ორშაბათი დღეებია და მოსწავლეებისა და სტუდენტების საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება," - განაცხადა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.